სახელმწიფო ბიზნესს ახალი პროექტების დასაწყებად საბანკო სესხზე გარანტიებს სთავაზობს

04 ივნისი 2020, 11:11 1707 ნახვა

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ბიზნესის დახმარების ახალ პროგრამაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ ბიზნესს იწყებენ საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით დაუდგება.

"ერთ-ერთი საკითხი ეხება საკრედიტო, საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, ეს გახლავთ ღონისძიება. რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც სესხი უკვე აღებული აქვთ არსებული პროექტებისთვის, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობისა და მათთვის ლიკვიდობის დაკავების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში