საკანალიზაციო ქსელის პრობლემა ქობულეთში

04 ივნისი 2020, 18:23 2000 ნახვა

ქობულეთში  თამარ მეფის სანაპიროს მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლებია მოუგვარებელია საკანალიზაციო ქსელის პრობლემა. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური  ზაფხულშია.  ქობულეთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, წერილობით განმარტებაში კი აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია არა ერთი ღონისძიება, მათ შორის  მდინარე აჭყვის და კინტრიშის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. მერიაში აცხადებენ, რომ  პროექტი ყოველ წლიურად ხორციელდება,  მიმდინარე წელს 35 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში