ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი მაგისტრალი კვლავ ავარიულია

05 ივნისი 2020, 21:40 2246 ნახვა

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, წელსაც ტურისტებს ხულო-ზარზმის დაზიანებულ გზაზე მოუწევთ გავლა. 2017 წელს, დაანონსებული გზის რეაბილიტაცია, ამ დრომდე არ დაწყებულა. მოსახლეობას კი გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაციის მოლოდინი აღარ აქვთ. გზის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს. ირაკლი ჯორბენაძე განმეორებით ჩატარებული ტენდერის შედეგებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ამჯერადაც,  მმართველი გუნდი, მორიგი წინასაარჩევნო  დაპირების გასაცემად ნიადაგს იმზადებდეს. თუმცა საპასუხოდ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გზის სამუშაოები დაიწყება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში