პეტრე ზამბახიძე აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება

06 ივნისი 2020, 18:03 1506 ნახვა

''ევროპული საქართველო’’ არ ჩარეულა და არც ჩაერევა  მაუწყებელში მიმდინარე პროცესში-ასე ეხმაურება პეტრე ზამბახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციის  გუშინდელ განცხადებას.  ევროპული საქართველოს რეგიონული ლიდერი  ირწმუნება, რომ მათი პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად  იღებს.

პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ   აჭარის ტელევიზიაში   ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანია და  ‘’ევროპული საქართველო’’  გულშემატკივრობს იმ ადამიანებს, რომლებიც  თანამშრომელთა ერთი ნაწილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით  კითხვებზე პასუხს ელოდებიან.  შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტმა გუშინ საგანგებო  განცხადება გააკეთა და აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში