ბათუმის მერის შეფასება აუდიტის დასკვნაზე

07 ივნისი 2020, 12:00 1526 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს საბრალდებო დასკვნას ადარებს ბათუმის მერი. ლაშა კომახიძე სახელმწიფო მაკონტროლებლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოყვანილ ფაქტებს მცდარს უწოდებს. ქალაქის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაკონტროლებლებს, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მონიტორინგის პერიოდშივე გადაუგზავნეს საპასუხო არგუმენტები, ამიტომაც ლაშა კომახიძისთვის გაუგებარია, რატომ შეფასდა მშენებლობებთან დაკავშირებული შემთხვევები მაინც კანონდარღვევად.

რაც შეეხება ბულვარში „ბათუმი ამბასადორის“ პროექტს, ქალაქის მერი არ აკონკრეტებს მისთვის მისაღები იქნება თუ არა თხუთმეტსართულიანი კორპუსის აშენება. ამბობს, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გადაწყდება. ამ საკითხებზე ლაშა კომახიძემ გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში