დაკარგული ტურისტის ძებნის ოპერაცია განახლდა

01 ოქტომბერი 2016, 00:00 3827 ნახვა

ამ დრომდე ეძებენ მახუნცეთში, მდინარე აჭარისწყალში  დაკარგულ ჰოლანდიელ ტურისტს. 67 წლის რალფ ოტენი   ქედაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე  ფოტოს გადაღების დროს  მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია  5 ერთეული ტექნიკა და 40 მაშველი. სამძებრო ოპერაცია გუშინ  ღამით შეწყდა და დღეს დილის 7 საათიდან განახლდა. გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში