ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

07 ივნისი 2020, 17:59 1971 ნახვა

ოკუპირებულ გალთან   დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე,  ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

არსებული ინფორმაციით,   სამი ახალგაზრდა სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან დააკავეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში