ფილმის პრემიერა

01 ოქტომბერი 2016, 00:00 3412 ნახვა

საქართველოს სახალხო არტისტის, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობის, იუსუფ კობალაძის 110 წლის იუბილეს აღსანიშნავად ფილმის პრემიერა გაიმართა.''აღფრთოვანება დარჩათ ტრიბუნებს,'' ასე ქვია მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, სადაც ასახულია იუსუფ კობალაძის განვლილი გზა დიდ სცენამდე და მისი დრამატურგიული ღვაწლი. კინოსურათში ნაჩვენებია ეროვნული ფილმოგრაფიის არქივიდან ამოღებული კადრები და საქართველოს დამსახურებული სახალხო არტისტების, იუსუფ კობალაძის მეუღლის, თამარ სულხანიშვილისა და მერაბ ხინიკაძის მიერ შესრულებული როლები. ფილმის იდეის ავტორი, სცენარისტი და რეჟისორი იზოლდა ფოფხაძეა.

ამავე კატეგორიაში