ქართველი სამხედროები მზადების ბოლოს ეტაპს გერმანიის ნაცვლად საქართველოში გადიან

09 ივნისი 2020, 18:01 1298 ნახვა

ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიის ნაცვლად საქართველოში გადიან. მზადება ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად საქართველოში ტარდება. საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ემზადება.

დღეს, ვაზიანში 3 სასწავლო ზოლი მოეწყო - პირველმა ქვედანაყოფმა კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია შეასრულა, მეორე ქვედანაყოფი ბაზის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მესამე ქვედანაყოფი დაშავებულების გამოყვანა-გადარჩენას უზრუნველყოფდა. დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობას დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე იღებს.

შეფასდება წვრთნისა და სწავლების თითოეული ეტაპი, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ქვედანაყოფის მისიის შესრულებისთვის მზადყოფნის დონეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში