რატომ შეხვდა კელი დეგნანი ირაკლი შოთაძეს?

09 ივნისი 2020, 20:01 1568 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანისა და საქართველოს მთავარ პროკურორის შეხვედრას, ოპოზიცია გაფრთხილებას უწოდებს. დეპუტატების ნაწილი კი ამბობს, რომ ამ ჟესტით ელჩმა ხელისუფლებას 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის,  მიღწეული  შეთანხმების შესრულებაზე მიუთითა.

პროკურატურის ინფორმაციით კი  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე,  ირაკლი შოთაძემ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით იმ წვლილისთვის, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების მიმართულებით დახმარებას ეხება.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს პროკურატურის როლზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში