ბევრი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ვაიმე ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვები - გახარია

10 ივნისი 2020, 11:20 2345 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ფერმერებს ხვდება. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ბოლო პერიოდში ქალაქში ჯანიანი ბიჭების ბევრი წუწუნი ესმის, რომლებიც მთავრობას დახმარება სთხოვენ. 

''ბოლო ერთი ორი დღის განმავლობაში, რაღაც იმდენი წუწუნი მესმის ამ ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვები და როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე თუ აქვს სურვილი ყოველთვის შეძლებს საქმე აკეთოს.

მინდა, გავიხსენო, სამი წლის წინ ვიყავი აქ პირველად და გიორგისთან ერთად რომ გავიარეთ, პატარა ნერგები იყო. სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე მარტივი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში