ტურისტების შემოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან - პრემიერი

10 ივნისი 2020, 15:06 2335 ნახვა

ისრაელიდან ტურისტების მიღებაზე მიღწეული შეთანხმება, აღნიშნულ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო არ გაფორმდა. პრემიერის განცხადებით, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებენ.

გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან. 1-ლი ივლისიდან, საქართველო უცხოელი ტურისტების მასპინძლობას გეგმავს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში