ევროპული საქართველო აჭარის მაუწყებლის მრჩევლებს მოუწოდებს, დირექტორის იმპიჩმენტი დააყენონ

10 ივნისი 2020, 14:12 2004 ნახვა

ევროპული საქართველო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გიგა ბოკერია მოუწოდებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებს დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ დღის წესრიგში.

ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ მაუწყებელმა სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს და დარჩეს ობიექტური და მიუკერძოებელი არხი. ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფალი ტელევიზია არ გადაიქცეს სამთავრობო არხად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში