აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

11 ივნისი 2020, 12:01 1629 ნახვა

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს.

დოკუმენტში  საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. კონგრესმენების რეკომენდაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების სია უნდა შეადგინოს, რაც კონგრესს მომავალი სანქციების განსაზღვრაში დაეხმარება და გარკვეულ ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებს კრემლისთვის მუშაობაში ხელს შეუშლის.

ანგარიშში საუბარია საქართველოს, როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და მხარდაჭერაზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში