საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის ელჩისგან განმარტებებს მოითხოვს

11 ივნისი 2020, 14:13 1552 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში, კერძოდ საარჩევნო პროცესში ჩარევად განიხილავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელებულ განცხადებას.

აღნიშნულ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აპირებს წინა ხაზზე იბრძოლოს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. დავით ზალკალიანმა  აღნიშნა, რომ დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ უკრაინის ელჩს საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებებს მოსთხოვენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი აპირებს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში