პირბადის ტარების შესახებ ჯარიმების დაწესებაზე პარლამენტში კანონმდებლები ისევ მსჯელობენ

11 ივნისი 2020, 14:19 1798 ნახვა

პირბადის ტარების კანონპროექტს ამ წუთებში სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.  პირბადის არქონა საჯარო დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 20 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ახალი რეგულაციებით შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია. საკუთარი შენიშვნები აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც. თუ ეს კანონი დამტკიცდა, ჯარიმა, რომელიც 20 ლარის ოდენობას მოიცავს, შეეხება ყველა საჯარო სივრცეს, მათ შორის ღიასაც. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი სავარაუდოდ კვირის ბოლოდან ამოქმედდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში