კონგრესმენების მოხსენება - შეფასებები თბილისში

11 ივნისი 2020, 20:15 1613 ნახვა

საფრთხის წინაშე დამდგარი საქართველოს პოლიტიკური მომავალი თუ  საქართველოში რუსეთის გავლენის დასრულება? - ამერიკელი კონგრესმენების განცხადება არაერთგვაროვანი შეფასებების ეპიცენტრშია. ექსპერტთა ნაწილი ამას უკიდურესად სახიფათო ნიშნად მიიჩნევს, ნაწილისთვის კი არაფერს ნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".  დოკუმენტზე ხელმომწერი 13 კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილისადმი, რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესებას ითხოვს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში