საპროტესტო აქცია კოკოტაურში

01 ოქტომბერი 2016, 00:00 3758 ნახვა

,,ვიცავთ ჩვენს ღირსებას“, ,,დაგვიბრუნეთ ჩვენი უფლებები“ - ამ ტრანსპარატებით ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. კოკოტაურის, ცხმორისის და დანდალოს მცხოვრებლები  220 კილოვოლტი მაღალი ძაბვის სადენების გაყვანას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ელექტრო გადამცემი ხაზები საბავშვო ბაღების, სკოლებისა და საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე გაივლის, რაც საფრთხის შემცველია.  ადგილობრივები სადენების ალტერნატიულ ადგილზე გადატანას ითხოვენ. აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც შეუერთდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი ირწმუნება, რომ ელექტროგადამცემი ხაზები საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მოსახლეობის  თხოვნის საფუძველზე სადენების სხვა ტერიტორიაზე გადატანის საკითხზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში