საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა დასჯადი ხდება

12 ივნისი 2020, 12:00 1630 ნახვა

დღესვე პარლამენტში პირბადის ტარების შესახებ კანონპროექტს, მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. სავარაუდოდ, მას დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერაც ექნება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კანონი კვირის ბოლოს, ან მომდევნო კვირაში უკვე ამოქმედდება. პირბადის არქონა საჯარო, დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 20 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ახალი რეგულაციებით, შესაძლოა, დაიშვას გამონაკლისებიც. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში