ჩამოშლილი მიწის მასა ქობულეთის სოფელ ჩეხედანში

12 ივნისი 2020, 11:28 1780 ნახვა

ქობულეთის სოფელ ჩეხედანაში,   ფერდობიდან  ჩამოშლილმა მიწის მასამ ქათამაძეების საცხოვრებელი სახლის  კედლამდე მიაღწია.  ოჯახის  წევრები ამბობენ, რომ სახლის მომიჯნავე ტერიტორიაზე  გაჩენილი ბზარები ყოველდღე მატულობს და წლებია საფრთხის  ქვეშ ცხოვრობენ. ისინი გზაზე  ფერდსამაგრის  მოწყობას ითხოვენ.  

მერიაში აცხადებენ, რომ,  გზა  საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის და   ახლო მომავალში   პრობლემასთან დაკავშირებით  ერთობლივად იმსჯელებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში