მინისტრის საათი პარლამენტში

12 ივნისი 2020, 20:22 1566 ნახვა

"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში მისულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ნატოსთან ურთიერთობაზე, რუსულ ოკუპაციასა და ამერიკასთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. სხდომას ბოიკოტის გამო არ ესწრებოდნენ ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლები, თუმცა მწვავე კითხვები დასვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, რომლებიც დაინტერესდნენ თავდაცვის მინისტრის შეხედულებით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატებს შეახსენა, რომ ახლა ისინი  წინახელისუფლების წარმომადგენლებთან ერთ მაგიდაზე იკრიბებიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში