ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს

13 ივნისი 2020, 11:59 1760 ნახვა

პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ და საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს. ამის  შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. როგორც კვიციანი ამბობს, ის განაწყენებული არაა, უბრალოდ არ სურს თავისი "გეჟური გადაწყვეტილებებით" პატრიოტთა ალიანსის წევრებს ავნოს. 

კვიციანი პატრიოტთა ალიანსიდან მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 2016 წელს გახდა. პარტიასთან ერთად მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ აქციებში. ამასთან, ის ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებებით გამოირჩეოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში