გახარიას განმარტება დეკლარაციაში მოყვანილ მონაცემებზე

13 ივნისი 2020, 14:56 1236 ნახვა

"ვერავინ, ვერასოდეს, ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე", — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას მტკიცებით, მას საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ერთი ავტომანქანის გარდა, უძრავ-მოძრავი ქონება არ შეუძენია.

გიორგი გახარიამ დეკლარაციის შესახებ რამდენიმე დღის წინაც, 5 ივნისს ისაუბრა. იგი თავის დეკლარაციაში 2015 წლიდან ქონების კლებას განმარტავს და ამბობს, რომ რაღაც ნაწილში თავადაც "ღარიბდება". მისივე თქმით, ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში შემოსავალი აკლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში