საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საყოველთაო განხილვა ბათუმში

14 ივნისი 2020, 11:16 1365 ნახვა

ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საყოველთაო განხილვა დასრულდა. ეპიდემიის პირობებში იგი ამჯერადაც დისტანციურად წარიმართა. მოსახლეობა მას ტელეეთერიდან უყურებდა,  კითხვებს კი ინტერნეტის საშუალებით სვამდა. განხილვაში არც ამჯერად მონაწილეობდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები.

ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ვინაიდან  8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ და  გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებას აპროტესტებენ. განხილვაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ ონლაინ ინტერაქციას  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში