ენმ ითხოვს ბიუჯეტის განხილვის პროცესში მოსახლეობა ჩაერთოს

16 ივნისი 2020, 12:23 1554 ნახვა

 ხალხის ხმა არ ისმის - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობა „ და საუბრობს იმ კანონპროექტზე, რომლის ინიცირებასაც გეგმავს. გია აბულაძის განცხადებით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში - სავალდებულო გახდება მოსახლეობაში ბიუჯეტის დამტკიცებამდე მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯაროდ განხილვა და მათ საჭიროებებზე ორიენტირება. მოსახლეობის მოსაზრებები კი ოქმის სახით უნდა ერთვოდეს მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.  მმართველი გუნდში საპასუხო კომენტარი ამ წუთებში კეთდება, რომელსაც მომდევნო გამოშვებაში მოგაწვდით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში