კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა

16 ივნისი 2020, 18:10 1865 ნახვა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა და ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, 1 კი საქართველოს მოქალაქეა.როგორც ბექაია ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქალაქე 20 წლის ბიჭია, რომელიც სავარაუდოდ, ბებიისგან დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შესაბამისად საქართველოში უკვე 882 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს აქეწდან 724 გამოჯანმრთელდა

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში