განზრახ მკვლელობის მომზადების საქმე

17 ივნისი 2020, 18:10 1269 ნახვა

კადიროვის მუქარა და პოლიტიკური შეფასებები თბილისში. ოპოზიციის ნაწილი ჩეჩნეთის ლიდერის მუქარაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. 17 არასამთავრობო ორგანიზაცია კი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვას დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად აფასებს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ არ აპირებენ ოპოზიციის აგრესიულ ნარატივში შესვლას, რომელიც მათივე თქმით, არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს. ამბობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. ფაქტს დღეს კრემლის პრესსპიკერიც გამოეხმაურა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ  ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას, აბსურდია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში