პლენარული სხდომა უმაღლეს საბჭოში

18 ივნისი 2020, 12:10 1340 ნახვა

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო  გასული წლის საქმიანობის ანგარიშს დღეს პლენალურ სხდომაზე შეაჯამებს.  

კომიტეტებზე მოსმენისას საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება მაუწყებლის პრიორიტეტების შესრულებასა და გარე აუდიტის დასკვნაზე  გაამახვილა.  განსაკუთრებით აქტიური იყო ოპოზიცია. მათ  შენიშვნები  პროგრამული  პრიორიტეტების შესრულებას ეხებოდა. ამ მოტივით კი, არა დირექტორის, არამედ   მრჩეველთა საბჭოსთვის ითხოვენ  უნდობლობის  გამოცხადებას.  

უმცირესობამ კითხვები დასვა მაუწყებლის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებითაც. მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენამდე  მინისტრის საათის ფორმატში რეგიონის პირველ ფინანსისტს მოუსმენენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში