21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

18 ივნისი 2020, 09:05 879 ნახვა

21 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა ,120 /30  ზე ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.  

განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. აჭარაში  კი  3 ოლქი  იქნება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში