1 წელი 20 ივნისიდან - რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

18 ივნისი 2020, 09:45 1457 ნახვა

1 წელი 20-21 ივნისის  მოვლენებიდან.  შაბათს, მოძრაობა  ,,სირცხვილია“   რუსთაველზე აქციის გამართვას გეგმავს.  ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლების ქმედებები 1 წლის თავზეც სირცხვილია.

აქციის ჩატარებას  როგორც ამბობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით  აპირებენ.

2019 წლის 20 ივნისს აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა. ხალხმრავალი აქცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა.

ირაკლი კობახიძე გადადგა, მანამდე კი  სპეცრაზმმა აქციაზე შეკრებილები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი, დაშავდნენ სამართალდამცველები და ჟურნალისტები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში