ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

19 ივნისი 2020, 12:03 3269 ნახვა

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტობეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. არსებული გზა  ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც  საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსდება. მისი  ღირებულება 329 მილიონ 630 ათას 734  ლარია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში