ცვლილება აჭარის ქონების მართვის შესახებ კანონში

19 ივნისი 2020, 11:25 1185 ნახვა

კომპანიებს, რომლებიც აჭარაში ინვესტიციით ნაკისრი ვალდებულების 50 პროცენტს შეასრულებენ, შესაძლოა უპირობო საბანკო გარანტია შეუმცირდეს.  "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება.  

კანონპროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე ინიცირებულია. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მთავრობას საშუალება მიეცემა უკვე დადგენილებით განსაზღვროს კომპანიებისთის საინვესტიციო ვალდებულებებზე  შეღავათებისა და სანქციების დაწესება. საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილებას რამდენიმე მუხლში ითვალისწინებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში