საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას გამართავს

19 ივნისი 2020, 12:00 904 ნახვა

იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება. მათი განცხადებით, მმართველ გუნდში კონსენსუსი უკვე მიღწეულია და საკონსტიტუციო ცვლილებას მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. უმრავლესობის თქმით, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმაც დააფიქსირა მხარდაჭერა და კანონპროექტს საფრთხე არ ემუქრება.

დღევანდელ სხდომაზე, "საარჩევნო კოდექსის" საკითხსაც განიხილავენ, რომელიც, მომავალ კვირას უნდა დარეგისტრირდეს.  უმრავლესობის სხდომა  15:00 საათზე დაიწყება.

 

(ფოტო:არქივი)

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში