უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებული ჩანაწერი და შეფასებები

19 ივნისი 2020, 18:16 1602 ნახვა

ნიკა გვარამია უკრაინულ საიტზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკანონოს და აკინძულს უწოდებს. უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი სატელეფონო  საუბარში ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

სააკაშვილი გვარამიას  შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.   ვებ გვერდის მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ადეიშვილი აცხადებს, რომ  „გვარამიამ მას არ დაუჯერა, ნერვებმა უმტყუნა და უკრაინის სპეცსამსახურებზე ისაუბრა, რაც არ უნდა გაეკეთებინა.  აუდიოჩანაწერში ასევე საუბარია გიორგი გაბუნიაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი არასტაბილურ და მშიშარა ადამიანად მოიხსენიებს.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში