პირველად აჭარაში  ახალშობილთა კარდიოქირურგიული დახმარება შესაძლებელია 

19 ივნისი 2020, 18:32 2008 ნახვა

აჭარის რეგიონში პირველად, ახალშობილებს კარდიო ქირურგიულ დახმარებას გაუწევენ. აქამდე გულის თანდაყოლილი მანკით დაბადებულ ახალშობილებს, შესაბამისი დახმარების მისაღებად ტრანსპორტირება ესაჭიროებოდათ, რაც დამატებით რისკებთან იყო დაკავშირებული. დღეიდან  მათ სათანადო მკურნალობას ადგილზე, წამყვანი კლინიკებიდან ჩამოსული ბავშვთა კარდიო ქირურგები გაუწევენ, ამ მიმართულებით ახალშობილის პირველი ოპერაცია დღეს ტარდება კლინიკა მედინაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში