ქობულეთში, რესტორნების მეპატრონეები პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობენ

19 ივნისი 2020, 20:18 2321 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, გახსნილი კვების ობიექტების ნაწილში, მომხმარებელთა სიმცირეზე საუბრობენ. ქვეყანაში დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, ქობულეთში არსებულ კაფე-რესტორნების მფლობელებს, ტურისტულ სეზონზე დამსვენებელთა სიმრავლის იმედი არ აქვთ. კლიენტების ნაკლებობამ და ახალმა რეგულაციამ, რომელიც მაგიდებისა და სკამების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს, გავლენა იქონია კვების ობიექტებში დასაქმებულ ადამიანებზეც. რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები შემცირებული შემოსავლის გამო, ობიექტების დაკეტვასა ან თანამშრომლების შემცირებას არ გამორიცხავენ. რეგიონის ფინანსთა უწყების ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ყველა ტურისტულ ობიექტს მნიშვნელოვანი შეღავათი გაეწევა

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში