სერგეი გავრილოვის ვიდეომიმართვა

20 ივნისი 2020, 15:09 1464 ნახვა

ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის მიერ ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასაც მოჰყვა,  20 ივნისის მოვლენები, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.  გავრილოვის თქმით, აქცია რუსოფობიური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა ამ მოვლენების მიუხედავად რუსეთი საქართველომ მაინც უნდა ითანამშრომლოს. სერგეი გავრილოვი ვიდეომიმართვაში აქცენტს ერთმორწმუნეობაზე და საქართველო-რუსეთის საბჭოთადროინდელ ერთობლივ ისტორიაზე აკეთებს.

გავრილოვის თქმით, ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას განვითარებული მოვლენების შესაბამისი შეფასება არ გაუკეთებია, თუმცა  როგორც ის აცხადებს, მას კარგად ახსოვს მობოდიშება და თბილი სიტყვები უბრალო ადამიანებისგან, ბევრი დეპუტატისგან, ბიზნესისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან და ასევე სასულიერო პირებისგანაც. ოკუპანტი ქვეყანის დეპუტატი საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობაში აშშ-ს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნების "ძმური" თანაცხოვრებისთვის საჭიროა საქართველომ ოკეანისმიღმიდან თავსმოხვეულ ფობიებს და მტრულ შტამპებს დააღწიოს თავი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში