ევროპარლამენტში თანხმდებიან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე სახელმწიფოებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს- ირაკლი ჩიქოვანი

21 ივნისი 2020, 12:20 1213 ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას 10 წლის თავზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შედეგები აქვს - ყველა თანხმდება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე სახელმწიფოებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს და სასიამოვნოა, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ლიდერია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს.

პრემიერის პრესსპიკერის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა, მიეღო ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთეები, როგორიცაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში