გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ

22 ივნისი 2020, 10:18 1169 ნახვა

„თანამშრომლობა საქართველოსთან“ - რეზოლუცია ამ სახელწოდებით ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა მიიღონ.  

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობით პროცესზე.

საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში