უგზოობის გამო სასწრაფო დახმარების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

02 ოქტომბერი 2016, 00:00 3819 ნახვა

მოუწესრიგებელ გზასა და ადგილობრივი თვითმმართველობისგან უყურადღებობას უჩივის ქობულეთში, კონდიდში მცხოვრები რამდენიომე ოჯახი. მათი განცხადებით, შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას წლებია ითხოვენ თუმცა ამაოდ. დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს, როგორც ამბობენ სასწრაფო დახმარების მიღების პრობლემასაც უქმნით. რადგანაც მათი თქმით მანქანების მოუწესრიგებელ გზაზე გადაადგილება უჭირთ. კონდიდის მკვიდრები დღეს პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ და მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარება ამ ფორმით სთხოვეს. მოსახლეობის შეკრებას ქობულეთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრიც ესწრებოდა. 

ამავე კატეგორიაში