არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ მთავრობა სპორტსმენების ოჯახებს თანხებს ურიცხავდა - გიორგი კირთაძე

22 ივნისი 2020, 13:51 1486 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძისთვის და ასევე აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.  ოპოზიცია სამივე მაღალი თანამდებობის პირს პანდემიის დროს წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მოსყიდვასა და სანაცვლოდ მათთვის თანხების გადარიცხვაში ადანაშაულებს.

საუბარია რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე. ისინი ამჟამად ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ოპოზიციური პარტიის წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ რეზო წულიკიძის ოჯახმა მიაწოდა დოკუმენტი, რიმელშიც ჩანს, რომ დახმარების სანაცვლოდ წულუკიძისა და ანთაძის მეუღლეებს ანგარიშზე სოციალური დანიშნულების სახით სახელფასო ხაზინიდან 2000 ლარი ჩაერიხათ.

მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრებმაც გააკეთეს. თქვეს, რომ ​სპორტსმენების დაკავება, წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარს უკავშირდება. 

ოპოზიცია პროკურატურას სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. 8 მარტის შეთანხმების მონაწილე საერთაშორისო პარტნიორებს კი ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, რადგან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნების მოგებას ხელისუფლება მოსყიდვებით გეგმავს.

გიორგი კირთაძის განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.ზაალ მიქელაძის განმარტებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება სტანდარტული პროცედურის შესაბამისად გაიცემა.

'' აჭარის მთავრობის აპარატში შევიდა მოქალაქეების წერილი, სიდუხჭირის, ძვირადღირებული მედიკამენტებისა და სხვა ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც გადაეგზავნა უფლებამოსილ უწყებებს და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა აღნიშნული დახმარება'' - აცხადებს მინისტრი. 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში