ზელენსკის ერისადმი მიმართვა ხსოვნისა და გლოვის დღეს 

22 ივნისი 2020, 18:57 1513 ნახვა

​საზოგადოებამ მეორე მსოფლი ომის შესახებ  კამათი უნდა შეწყვიტოს   და პატივი უნდა მიაგოს ყველა დაღუპულსა და დაზარალებულს.  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ   ხსოვნისა და გლოვის დღეს  ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა.   სამწუხაროდ, ის ომი დღემდე საზოგადოებაში მრავალ კამათს იწვევს.  კამათის იმის თაობაზე, ჩვენი იყო თუ სხვისი.  ვფიქრობ, საკამათო არაფერი გვაქვს.   ის ომი ასე თუ ისე  თითოეულ უკრაინულ ოჯახს  შეეხო. მან დანაკარგის მწარე  და გმირობის შთამაგონებელი  გამოცდილება მოგვცა-განაცხადა უკრაინის ლიდერმა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ მეორე მსოფლიო ომში 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე დაკარგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში