აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას პასუხობს

23 ივნისი 2020, 15:09 1549 ნახვა

დღეს პარლამენტში განცხადებები აჭარის მაუწყებელთან დაკავშირებითაც გაკეთდა.  დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას სურვილი აქვს “აჭარის ტელევიზიაში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმში შეხვედრები გამართოს. იგი  შუამდგომლობაში  ჩართულობას სთხოვს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. დეპუტატის განცხადებით ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია, რადგან  მიმდინარეობს თანამშრომლების უსაფუძვლო,  მასობრივი  გათავისუფლება.

საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით გაბაიძის განცხადებით  უმაღლეს საბჭოს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში  ჩარევის სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს.  მისივე თქმით, თანამშრომელთა გათავისუფლება   დირექციისა და თანამშრომლების ურთიერთობის საკითხია. გაბაიძე   საკითხზე საუბრისთვის მზად არის, თუმცა ამბობს, რომ ამას შეიძლება მხოლოდ კონსულტაციის ფორმა ჰქონდეს. 

პარლამენტში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტმა განცხადება გააკეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში