უპერსპექტივოდ დარჩენილი თავისუფალი ტურისტული ზონა ქობულეთში - სად არის გამოსავალი?

23 ივნისი 2020, 20:14 1586 ნახვა

თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, წავიკითხავთ და მოვისმენთ, რომ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, კურორტი ქობულეთი ცნობადობას იძენს. ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიებს კი ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებულ ისტორიულ წყაროებში შევხვდებით. გასული საუკუნის შუა წლებიდან ქობულეთი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შავიზღვისპირა კურორტია. პოპულარულობას, იგი დღემდე ინარჩუნებს, აქ აქტიურად ისვენებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებიც.

წლებია,  მოუწესრიგებელი ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონა ინვესტიციებისთვის მიუზიდველი რჩება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ერთ ლარად გასაცემი ტერიტორიის მიმართ  ინვესტორების სიმცირეს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს უკავშირებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში