მემორანდუმი UNDP-თან

24 ივნისი 2020, 10:45 1095 ნახვა

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. უწყებებს შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით UNDP ხელს შეუწყობს ახლადშექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას. ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში