საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები ანაზღაურებას მიიღებენ

24 ივნისი 2020, 10:12 1276 ნახვა

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე  ჩარიცხული რეკრუტები  ანაზღაურებას მიიღებენ. აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, ანაზღაურების გარეშე ხდებოდა.

დღეიდან 319 რეკრუტი სამხედრო ცხოვრების პირველ ეტაპს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაივლის, საველე სწავლებები კი,  ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, რეკრუტებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში