ზაურ გოგიტიძემ მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

03 ოქტომბერი 2016, 00:00 4096 ნახვა

დამოუკიდებელმა კანდიდატმა -ზაურ გოგიტიძემ ბათუმის 70-ე ოლქზე კანდიდატურა  მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ მოხსნა და პარტია ,,ქართულ ოცნებას”  შეუერთდა. იგი კენჭს   საქართველოს პარლამენტში იყრიდა. ზაურ გოგიტიძის თქმით  ინიციატივა მმართველ პარტიის სასარგებლოდ  დაეთმო ხმები  თავად მიიღო.   მიუხედავად  ამისა, ზაურ გოგიტიძე 42-ე ნომრად  ბიულეტინებში  კვლავ რჩება . ბათუმის  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ  არჩევნების  შემდეგ ზაურ გოგიტიძის  ხმები ჩვეულებრივად  დაითვლება და  იგი მუხრან ვახტანგაძეს  არ  ჩაეთვლება.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში