უცხოეთში თვითდასაქმებულები კომპენსაციებს მიიღებენ

25 ივნისი 2020, 15:03 2591 ნახვა

საზღვარგარეთ თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ზაალ მიქელაძის თქმით, არსებული მონაცემების მიხედვით, მხოლოდ აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 ათასი მოქალაქეა.

რა სახის დოკუმენაცია უნდა წარადგინონ თვითდასამქბულებმა ეს უახლოეს პერიოდში გადაწყდება, მას შემდეგ, რაც მინისტრის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში განხორციელდება.

შეგახსენებთ, უცხოეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების გაცემის ან საზღვრის გახსნით მოთხოვნით რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში