ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორივე სომხეთიდან არის შემოტანილი - მარინა ეზუგბაია

27 ივნისი 2020, 12:12 1623 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორივე სომხეთიდან არის შემოტანილი. მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულილ ახალი პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

„სომხეთიდან შემოსულები არიან, ტესტირება ჩაუტარდათ საქართველოში. ერთი ჩვენთან ვინც მოთავსდა, სომხეთის მოქალაქეა, მეორე ალბათ საქართველოს მოქალაქეა. ჩვენთან შემოვიდა მხოლოდ ერთი პაციენტი. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ჩვენგან ორი პაციენტი გაეწერა, თუმცა ეს არ არის ჯერ ასახული, იმიტომ, რომ დღეს დილას მოხდება ამ პაციენტების გაწერა. ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 დადასტურებული პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დაავადების დამძიმება. ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ.“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში