პრემიერის ანგარიშის შეჯამება

27 ივნისი 2020, 12:02 1277 ნახვა

თითქმის 10 საათი გაგრძელდა  პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის  მოსმენა. იყო დასკვნითი სიტყვა,  შეფასებები,  კითხვები და პასუხები, ხმაური, დაპირისპირება და   ურთიერთბრალდებები.

 ოპოზიციას აინტერესებდა    რატომ არ ახსენა  პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას   20 ივნისის მოვლენები,   იყო  თუ არა ბაჩანა შენგელიას საქმეში პოლიტიკური მოტივები., რა ეტაპზეა  სხვა  გახმაურებული საქმეების გამოძიება,  ტურიზმის და ბიზნესის  ამუშავების რა  გეგმა აქვს ხელისუფლებას რამდენიმესაათიანი დებატების დროს   ახსენეს კონგრესმენების წერილები, ოკუპაცია, საქართველოს ევროპული არჩევანი , შესრულებული თუ შეუსრულებელი დაპირებები, ქვეყნის საგარეო ვალი და სოციალური დახმარებები.პრემიერ-მინისტრს მე-9 მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დასკვნით დღეს მოუსმინა, ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში  გიორგი  გახარია ბოლოჯერ წარსდგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში